• შესვლა
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

წესები და პირობები

მომსახურების წესები და პირობები

 

იმისათვის რომ, მომხმარებელმა განახორციელოს ვებგვერდზე კურსის შეძენა და შესაბამისად ამ კურსის გავლა, უნდა მოხდეს ჩვენს ვებგვერდზე www.academy.lotusi.ge მომხმარებლის რეგისტრაცია.

 

ვებგვერდზე რეგისტრაცია

1.1  მომხმარებელი კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ან ავტორიზაციით ადასტურებს, რომ წაიკითხა და ეთანხმება ,,ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს“, „უსაფრთხოების წესებსა და პირობებს“ 

1.2   მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული  ფასი შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს, მომხმარებელი მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება კომპანიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით.

1.3  მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული ცვლილებები არ გავრცელდება უკვე არსებულ  ვალდებულებებზე.

 

ვებგვერდზე რეგისტრაცია

2.1  მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისათვის რეგისტრაციის ველში შეყავს ელ.ფოსტა და პაროლი. ავტორიზაციის შემდეგ შედის თავის პირად კაბინეტში და სპეციალურად გამოყოფილ ველში ამატებს თავის სახელს და გვარს. სურვილისამებრ ამატებს სპეციალურად გამოყოფილს ველში თავის მდებარეობას (მისამართს),მოკლე ბიოგრაფიას, ასევე თავის პროფილზე ამატებს ფოტოს.

 

კურსის შეძენა მიმწოდებლის ვებ-გვერდის მეშვეობით

3.1 მიმწოდებელი მომხმარებელს სთავაზობს იოგა ვარჯიშების პროფესიონალურ კურსებს. მომწოდებელი ვებ-გვერდის მეშვეობით ახორციელებს მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზებას, რომლის შეძენაც შესაძლებელია, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით კურსის  საფასურის გადახდა,  შესაძლებელია როგორც მთლიანად ასევე ნაწილ-ნაწილ.

3.2 მიმწოდებელი იყენებს მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემებს მისთვის ოფიციალური შეტყობინების ჩაბარების,სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის,ახალი შეთავაზების გაკეთების მიზნით.

მომხმარებლის ვალდებულება

4.1 მომხმარებელი ვალდებულია პატივი სცეს სხვა მომხმარებელს, დაიცვას ცენზურა, იგი რეგისტრაციით ადასტურებს რომ ეთანხმება ზემოთ აღნიშნულ მომსახურების  წესებს და პირობებს, თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკას.